Janoskians-ის ბიჭები ქალის სამოსში და The Vamps-ის უჩვეულო გამოსვლა

0
55

ბრიტანული ჯგუფის The Vamps-ის ამერიკული ტურნე გრძელდება – ცოტა ხნის წინ ბენდის წევრები, Brad Simpson-ი, Connor Ball-ი, James McVey და Tristan Evans-ი ლოს ანჯელესს ეწვივნენ და Club Nokia-ში შოუ გამართეს.

თუმცა The Vamps ერთადერთი ჯგუფი არ აღმოჩნდა, რომელსაც კლუბში მისვლა ჰქონდა დაგეგმილი – ავსტრალიურმა კომედიურმა ბენდმა, Janoskians, რომლებმაც საზოგადოებას თავი ექსცენტრიული გამოსვლებით დაამახსოვრა, გადაწყვიტა ბრიტანელ ბიჭებს გახუმრებოდნენ. Beau Brooks-ი, Jai Brooks-ი, Luke Brooks-ი, Daniel Sahyounie და James Yammouni გოგონების სამოსში გამოეწყვნენ და თავი The Vamps-ის ფანებად გაასაღეს. ბენდების შეხვედრა საკმაოდ სახალისო გამოვიდა – Janoskians შუა გამოსვლისას აიჭრა სცენაზე და ყველა გაახალისა…

[jwplayer mediaid=”1072″]