ჯანეტ ქერდიყოშვილის პასუხი კრიტიკას: „როცა ახალგაზრდა ხარ და არცთუ ცუდად გამოიყურები, რაღაც ნაკლი ხომ უნდა გიპოვონ?“

0
2578

„მის საქართველო“, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ახლახან იტალიაში უნივერსიტეტი დაასრულა, ის დიპლომიანი დიზაინერია. ახლახან მან ჟურნალ „რეიტინგს“ ინტერვიუ მისცა, რომელიც ფართო განხილვის საგნად იქცა.
ჯანეტი აღნიშნავს:
„საქართველოში გაცილებით მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა, ჩემი ბრენდი „მეიდ ინ ჯორჯიას“ სახელით გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. მე ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ „მეიდ ინ ჯორჯია“ რომ ვიყო მოდის სფეროში, ეს ნამდვილად არ მინდა.
– გაქვს ამისთვის საჭირო ფინანსები?
– ამ ყველაფერს 200-250 000 ევრო სჭირდება, ჩემმა ძმამ ახლა დაამთავრა სწავლა და ამიტომ მამაჩემის შეწუხება მერიდება. ამიტომ, როცა გავთხოვდები ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ.
ჯანეტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მეუღლის მხრებზე უნდა დადოს საკუთარი ბიზნესის დაფინანსება და ასევე არ სურს, „მეიდ ინ ჯორჯიას“ სახელით გავიდეს მსოფლიოში, ქართული საზოგადოების ნაწილს შორის აღშფოთება გამოიწვია.
გამოხმაურებები კი ასეთია: ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here