2020 წლის იანვრის ბოლოს ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ნოე სულაბერიძეს გოგონა შეეძინათ. ჯანეტი მთელი ორსულობის განმავლობაშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მას შემდეგ, რაც შვილი გააჩინა, ჯანეტი მალევე შესანიშნავ ფორმაში ჩადგა. მისი ბოლოდროინდელი “ინსტაგრამ“-ფოტოებიც ამას მოწმობს. “მის საქართველო” ძალიან გამხდარია და ძალიან კარგად გამოიყურება. აშკარაა, რომ მას ფორმაში ჩასადგომად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.