„ჯამიროქუაი“ – მუსიკალური მატარებელი, რომელში ჩაჯდომას არასდროს ინანებთ – კონცერტის მიმოხილვა

0
1658

ბრიტანული ჯგუფი „ჯამიროქუაის“ ჩამოსვლას ქართველი მელომანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ჯეი ქეიმ თავის ყველასგან გამორჩეულ მუსიკასთან ერთად საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ წლების წინ გადმოკვეთა და ფილარმონიაში თბილისის ჯაზფესტივალზე ჩატარებული ბრწყინვალე კონცერტით ქართველ მსმენელს მოლოდინები გაუმართლა.

ამჯერად „ისთერნ ფრომოუშენსის“ და „TBC Status“-ის ორგანიზებით, ბათუმის ჯაზფესტივალს ესტუმრა ბენდთან ერთად, რომლის მუსიკალური წონა შეუფასებელია. სანამ თავად სოლისტზე ვიტყოდეთ რამდენიმე სიტყვას, აუცილებელია აღინიშნოს, როგორი მუსიკოსებისგან არის დაკომპლექტებული „ჯამიროქუაი“ – ეს არის ბენდი, რომლის თითოეული ინსტრუმენტალისტი თუ ბექვოკალის წევრი ერთ მთლიან ჟღერადობას ქმნის, ყველას თავისი ადგილი აქვს იმ საოცარ ჰარმონიაში, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გაიმეორებს სრულყოფილად თავად „ჯამიროების“ გარდა და ასევე ვერავინ შექმნის ამ ჟანრში მსგავს პროდუქტს. „ჯამიროქუაი“ არის მატარებელი, რომელში ჩაჯდომას არასდროს ინანებთ – ის გაუჩერებლად მიქრის ისეთი მუსიკალური სამოთხისკენ, რომელიც ნებისმიერი მუსიკისგან სრულიად განყენებული ადამიანისთვისაც საინტერესო იქნება. ვრცლად

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here