ჯაბა ქარსელაძე: „საფიოსექსუალი ვარ…“

0
4125

ჯაბა ქარსელაძე საფიოსექსუალია – ამის შესახებ თავად განაცხადა „პროფილში“ სტუმრობაზე. თუკი არ იცით ეს სიტყვა, მომღერალმა ის დაწვრილებით ახსნა მაია ასათიანთან საუბრისას.

ჯაბა ქარსელაძე:

ახალი ტერმინია სხვათა შორის, საფიოსექსუალური ჰქვია. ეს არის, როდესაც ადამიანს მოსწონს ინტელექტუალური ადამიანი. სექსუალური აღგზნებადობა იწყება არა მხოლოდ ვიზუალიდან, არამედ ინტელექტიდან. მე შენ რომ დაგინახე, მარტო იმან კი არ მომხიბლა, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, არამედ იმანაც, რომ ჭკვიანი ხარ და ნაკითხი. შეიძლება, ლამაზი იყო, მაგრამ სისულელეები ილაპარაკო… საფიოსექსუალობა ნიშნავს, როცა ადამიანში, პირველ რიგში, მოგწონს მისი შინაგანი სამყარო.

ამავე ლოგიკით შეიძლება, შენივე სქესის ადამიანი მოგეწონოს?

ზოგადად, ადამიანებს მოსწონთ ყველანაირი სქესის ადამიანები. პრიორიტეტი შენზეა, მაგრამ ჩემი იდეალური სცენარია ოჯახი, მეუღლე და შვილი. მე ვხედავ ჩემს თავს ოჯახში.

მაგრამ არ გინდა…

ოჯახი მინდა თუ არა, ეს ვერ გავარკვიე, ამას მოიტანს დრო და სიტუაცია. ზოგადად, ოჯახი მინდა, თეორიულად. ამჟამად ესპანეთში ვცხოვრობ, მინდა, იქ მქონდეს სახლი – ვილა, ძაღლი, მეუღლე და შვილი. ეს სცენარი მაქვს და ძალიან მომწონს. შერჩეულიც მაქვს ადგილი, მაგრამ ეს გულით უნდა გააკეთო, რომ მერე ორ დღეში არ გაშორდე მეუღლეს…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here