ჯაბა ქარსელაძე კანში ისვენებს (+ ფოტოები)

0
2794

მომღერალი და ფინანსისტი ჯაბა ქარსელაძე წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს. ერთ დროს ყველაზე პოპულარული მომღერალი, თბილისში მხოლოდ ზაფხულში ჩამოდის და თავისუფალ დროს სამშობლოში ატარებს. ასე მოხდა წელსაც, თუმცა შემოდგომაზე ჯაბა ქარსელაძემ საკუთარ თავს დაუვიწყარი დასვენება მოუწყო. ის ევროტურში იმყოფება. „ზაფხული დაიწყო“, ამ სათაურით ჯაბამ სოციალურ ქსელში მზიან სანაპიროზე გადაღებული თამამი ფოტოები გამოაქვეყნა. ჯაბა ჯერ იტალიაში იმყოფებოდა,  ამჯერად კი კანის სანაპიროზე ისვენებს, სადაც რამდენიმე თვის წინ შემზარავი ტერაქტი მოხდა. როგორც იცით, ჯაბა აქტიურად ეწევა ჯანსაღ ცხოვრებას და შესანიშნავ ფორმაშია, რასაც მისი მეგობრები და ინტერნეტმომხმარებლებიც აღნიშნავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here