ჯაბა კილაძის სპეციალური მიმართვა: ჩვენ ამას ვერ ვხედავთ

0
1815

ჯაბა კილაძე, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საჯარო გამოსვლებით და ხმამაღალი განცხადებებით, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

“ჩემი პოსტი ვერ იქნება პოპულარული, იმიტომ, რომ არ ვაგინებ არ ვლანძღავ არავის და არ ვითხოვ რევოლუციას, გამგებმა გაიგოს. მიტინგი, ძალადობა, ჩარტყმა, სროლა, გადადგეს, იმიტომ, რომ მე მინდა მოკალით, იმიტომ რომ მე მინდაა… არ დაიღალეთ, არ მოგბეზრდათ, არ გინდათ ეს ერთი პატარა ქვეყანაა ორივემ და საერთოდ ვინც ხართ ერთად პოლიტ სპექტრი და არა მარტო პოლიტ სპექტრი, მთელმა საზოგადოებამ ერთად გავაკეთოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ვიცხოვრებთ კარგად, დავიჯერო ასეთი ძნელია?

რაც თავი მახსოვს, სულ მესმის ზვიადიი, ედუარდიი, მიშაა, ბიძინაა, დაჯეე, სარკოო, აღარ მინდა ეს ბელადის სინდრომიი… ევროპაში, სადაც ასე გულით გვინდა, იქ ხო ეგრე არ ყვირიან? მაგალითად, გერმანიაში ასე შვებიან, ანგელაა, ანგელაა? იმ ევროპიდან თუ რამე უნდა აიღო მაგალითი, უნდა აიღო როგორ უყვართ, როგორ ყვებიან თავის ქვეყანას ზედ, არა მარტო თავის შვილს, არა მარტო თავის სახლს და აივანს, ქვეყანას, გაიგეთ?! ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ერთი ფიქრობს ნაცები დასახოცებიაო, მეორე ფიქრობს, ოცნება დასახოციაო.

მე ვფიქრობ, რომ აი, ამ მარაზმით და ქაოსით სარგებლობს რუსიც, ამერიკელიც და რა ვიცი, ყველა, ვისაც არ ეზარება და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით! ესე იყო სულ მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, სულ შიდა პრობლემა და ამის საფასურს იხდიდნენ მომავალი თაობები, მათ შორის თქვენიც ძვირფასო მთავრობავ და ოპოზიციავ!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here