„იზი და ჯადოქარი“ – ახალი ქართული საოჯახო სათავგადასავლო ფილმი

0
5492

21 მარტიდან, საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმი გამოჩნდება. „იზი და ჯადოქარი“ „Giga Production“-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მცირეწლოვანი და ზრდასრული აუდიტორიისთვის ერთნაირად არის განკუთვნილი. ასეთი ტიპის ქართული ფილმი, ფენტეზის ჟანრში, საკმაოდ იშვიათია, ასე რომ, მაყურებლის მოლოდინი საკმაოდ დიდია.

ფილმის მთავარი პროდიუსერი, გიგა კუხიანიძე fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს: „იზი და ჯადოქარი“ ის ფილმია, რომელიც დააინტერესებთ პატარებსაც და დიდებსაც, – ჩვენ პრემიერამდე ის გარკვეულ აუდიტორიას ვაჩვენეთ და ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, მისი ნახვის საშუალება ფართო აუდიტორიას 21 მარტიდან ექნება კინოთეატრებში. 21 მარტს თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ ფილმს დახურულ ჩვენებაზე მედიისა და შოუბიზნესის წევრებისთვის წარვადგენთ, 23 მარტს გვექნება ასევე პრემიერა ქუთაისშიც…“

„იზი და ჯადოქარის“ ფაბულა ასეთია: უცნაური მოვლენის შემდეგ, როცა ფილმის დიდი გმირები დაპატარავდებიან, გამოძებას იწყებენ და საკმაოდ საინტერესო პასუხამდე მივლენ…

ფილმის რეჟისორი გახლავთ ხათუნა გიორგობიანი („ხელოვნური სუნთქვა“, „კლინიკა“), პროდიუსერი: გიგა კუხიანიძე, ოპერატორი: ვახო ჩაჩანიძე. „იზი და ჯადოქრის“ მუსიკა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის.

მონაწილეობენ: ზურა ყიფშიძე, დარეჯან ხარშილაძე, სოსო ხვედელიძე, ბახვა ბრეგვაძე, ანი ბებია, ირაკლი გოგოლაძე, აპოლონ კუბლაშვილი, რუსკა ქარქაშაძე, დათა პავლიაშვილი, ელენე არჩაშვილი, დავით ხიმიკაძე.

გადაღებები წარმოებდა თბილისსა და თბილისს გარეთ, კოჯრის ტყეში, წავკისში, არტ-ვილა „გარიყულას“ ტეიროტირაზე, ასევე გადასაღებ პავილიონზე.

ფილმის გადაღებები 18 დღეს გაგრძელდა.

ქრონომეტრაჟი: 72 წთ.

ნინო მურღულია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here