ივანა მელაიმ და გურამიკო ლომიძემ დუეტი ჩაწერეს

0
2035

ივანა მელაი და გურამიკო ლომიძე ორი თვის წინ, გოგონას მშობლები გახდნენ. პატარა ელისაბედ-ნატალი ლომიძე ამერიკაში, კერძოდ ატლანტაში დაიბადა. გურამიკო და ივანა ატლანტაში ცხოვრობენ და ბავშვის გაჩენაც სწორედ აქ გადაწყვიტეს. წყვილი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ბავშვის აღზრდაში ივანას გურამიკოც ეხმარება. პატარას აღზრდის პარალელურად, წყვილი კორპორატიულ წვეულებებზე მღერის, გურამიკო კი უცხო ქვეყანაში, ბიზნესის აწყობას ცდილობს. ივანა და გურამიკო არც ახალი სიმღერების ჩაწერაზე ამბობენ უარს, პატარას დაბადების შემდეგ მათ ახალი სიმღერა ჩაწერეს, რომელიც ატლანტის ერთ-ერთ პრესტიჟულ სტუდიაში გაკეთდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here