ივანა მელაიმ და გურამ ლომიძემ სოციალურ ქსელში სტატუსები შეცვალეს და დაქორწინებულზე გადაიყვანეს. ასევე ორივე მათგანმა ე.წ. ქავერ ფოტოდ ერთი სურათი დააყენა, სადაც ივანას თეთრი კაბა აცვია და გურამს ხელში ჰყავს ატაცებული.
ივანა მელაი:
“ჩვენ ჩიკაგოში ვართ. გურამი დიდი ხანია აქ ჩემთვის ყველაფერს ამზადებს. როგორც კი ჩამოვფრინდი მაშინვე დავქორწინდით. მილიონობით მოლოცვა, ეს ისეთი სასიამოვნოა. ქართველები ისეთი სითბოთი მხვდებიან აქ რომ თავი საქართველოში მგოინია. ასჯერ გავიმეორებ, რომ ქართველი ერი საუკეთესოა, ყველაზე გულწრფელი ერი მსოფლიოში…”