იუნა შაფათავასთვის ლევან ჯიბღაშვილი სამაგალითო კაცია – „მაგარ ბიჭებს ძირავენ“

0
1266

ლევან ჯიბღაშვილი სასამართლოს დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. მას გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების ფლობას ედავება. მსახიობმა დანაშაული აღიარა.

იუნა შაფათავა წერს, რომ მისთვის ლევანი სამაგალითო კაცი და უმაგრესი მსახიობია.

გთავაზობთ იუნას პოსტს:

„Levan Jibgashvili სამაგალითო კაცი, უმაგრესი მსახიობი, უნიჭიერესი ბიზნესმენი, უმაგრესი დედის უძლიერესი შვილი!

მესმის, რთულია ასეთი მყვირალა წარმატების ატანა შენი “კეთილისმსურველებისთვის”, სულ არ მაინტერესებს, რა მიზეზებს გიგონებენ, მე ჩემს სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ შენ მიმართ, როგორც ადამიანი, რომელიც საკმაო ხანია, გიცნობ და მიხარია, ასეთი მაგარი კაცები  – ბიჭს ვერ გაკადრებდი ათი წლის წინაც კი – რომ ასეთი მაგარი კაცები ჰყავს საქართველოს!!!

მტვერი ჰაერში ბევრია, გამოეკიდონ!!!

ბოდიში, დრო არ მქონდა აქამდე  დამეწერა – მაგარი ხარ და შენი რეპუტაცია ასეთი “პადნოჟკებით” ვერ იზარალებს!!!

რთულია მაგრობა აბა რა!

ყველაფერი დალაგდა იმ საბანძეთში და ახლა მაგარ ბიჭებს “ძირავენ” ბანძისტანელები ვიღაც ზურგიდან მოჩურჩულე ვირთხები… ეგ ხარახურა თვითონ გაუკეთონ შენს მტერს…

მხარდაჭერა ლევან ჯიბღაშვილს, შენ სამაგალითო ნაღდი ქართველი ხარ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here