იუნა შაფათავას მონაწილეობით გადაღებულმა ინდურმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე 14 მილიონი ნახვა დააგროვა

0
2353

იუნა შაფათავას მონაწილეობით გადაღებულმა ინდური სიმღერის ვიდეოკლიპმა იუთუბზე 14 მილიონი ნახვა დააგროვა – ნამუშევარი იუთუბზე რამდენიმე დღის წინ განთავსდა და ნახვების რიცხვმა რამდენიმე საათში მილიონს მიაღწია, ამ წუთებისთვის კი კლიპი 14 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა და ეს რაოდენობა დღითიდღე იზრდება..

ვიდეო კინოსტუდია ქართულმა ფილმმა საქართველოში გადაიღო. კლიპში ინდოელ მსახიობებთან ერთად ქართველი მსახიობები იუნა შაფათავა, გიორგი მეგრელიშვილი და ნინო არსენიშვილი მონაწილეობენ. კლიპი ეროტიული სცენებით არის გაჯერებული. იუნა შაფათავა მალევე გამოეხმაურა პრესაში გამოჩენილი სტატიების სათაურებს სადაც აქცენტი სექსუალურ სცენებზე იყო გაკეთებული.. მსახიობი ფეისბუქზე წერს: “ნუ რა უნდა უთხრა? ვინ იღებს, რას იღებს, ბოლივუდია თუ ჰოლივუდი, ამათი ტვინი “თამამ” სცენას იქით ვერ ქაჩავს… დაწერე რა: ბოლივუდი ქართველებს აფასებს! ქართველები ბოლივუდთან თანამშრომობენ-3,5 მილიონი ნახვა აქვს 2 დღეში კლიპს! -არა…მართლა რომ ოსკარი აიღო,ტრუსიკს ვერ გასცდებიან.“

[jwplayer mediaid=”17563″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here