იუნა შაფათავა სტრინგი საცურაო კოსტიუმით პლაჟზე გარუჯვის გამო გააკრიტიკეს

0
247

”მადლობა მითხრან, რომ ფოთოლაფარებული არ დავდივარ…“

იუნა შაფათავა დედასთან, დასთან და პატარა დისშვილთან ერთად ჩაქვსა და ბათუმში ისვენებდა. და მივლინებით საზღვარგარეთ იყო წასული და ქართულ კურორტებზე დასვენება მოენატრა, ამიტომაც ოჯახმა ერთად გადაწყვიტა, შავიზღვისპირეთისკენ აეღოთ გეზი.

იუნამ ფეისბუქზე პლაჟზე გადაღებული ფოტოები დადო და როგორც თავად ამბობს, ამის გამო გააკრიტიკეს.

იუნა შაფათავა:

არ ვიცი, რატომ ატეხეს ასეთი აჟიოტაჟი ამ ფოტოებთან დაკავშირებით. პიკანტური ფოტოები უწოდეს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს პლაჟზე გადაღებული ჩვეულებრივი ფოტოებია. დედასთან ერთად ვისვენებდი, მას არაფერი უთქვამს ჩემს საცურაო კოსტიუმზე და სხვისი აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მადლობა მითხრან, რომ ფოთოლაფარებული არ დავდივარ პლაჟზე. მე ვიცვამ იმას, რაც მომწონს. ასეთ საცურაო კოსტიუმში მიღებული “ზაგარი“ ძალიან კარგია. სტრინგია თუ ტანგა, ვფიქრობ, ჩვეულებრივი ამბავია პლაჟზე ასე ჩაცმა.

სხვათა შორის, ალბათ, უცხოელი ტურისტების გავლენაა, რომ ქართველი გოგონებიც სანაპიროზე ბათუმში ბევრად უფრო თავისუფლად ჩაცმულები დადიან, რაც ძალიან მსიამოვნებს.

როგორი დასვენება გიყვარს ზოგადად?

ბათუმი არ მიყვარს და არც საქართველოში დასვენება. ბათუმში რომ ჩავდივარ, ვერ ვისვენებ, რადგან ბევრი უცხო თვალი მიყურებს და ზოგი მაწუხებს კიდეც. საზღვარგარეთ რომ მივდივარ, არასდროს ვათავსებ ფეისბუქზე ფოტოებს და არც იმას, სად და ვისთან ერთად ვარ.

კლუბები მობეზრებული მაქვს. დასვენებისას ძალიან მიყვარს, როცა საღამოს სანაპიროზე ჩავდივარ და ზღვას ველაპარაკები.