იუნა შაფათავა: “სექსუალურობა ეს ჩაცმის სტილი არაა!“

0
2990

სექს სიმბოლოდ აღიარებული მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელ ფეისბუქში კიდევ ერთ სენსიტიურ თემას შეეხო. ინტერვიუებში იუნა ხშირად საუბრობს სექსუალურობაზე, ხშირად აკრიტიკებს ამა თუ იმ მოსაზრებას და საზოგადოებას საკუთარ აზრს აცნობს. ამჯერად მან ეს სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა, სადაც სტატუსში საკმაოდ ხატოვნად აღწერა თუ რა არის მისი აზრით სექსუალურობა.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “when u wanna be sexy and u r not because გაგკიცხავენ! არ მეგონა ხალხის აზრზე თუ იყო სექსუალურ ქალად ყოფნა დამოკიდებული სექსუალურობა ეს ჩაცმის სტილი არაა… ეს არის ქალი, მისი ჟესტები,მანერები, სიარული, საუბარი,ხმა, სიცილი, სახის გამომეტყველება, შარმი, ინტელექტი, სულელობა, სურვილები, ღიმილი, თმა, კანი, სურნელი… ეს არის ის,რასაც ვერ შეიძენ… ვერ ჩაიცმევ, ვერ მოირგებ,თუ შენი არაა… ის ჩანს,ის ყვირის,ის გადმოდის ნაპირებიდან, ყველაზე ბნელ სივრცეშიც კი… ის იმალება ტუჩების მოძრაობაში და გამოხედვაში… ხელის მოქნევაში და მხრის აჩეჩვაში… კაბით დაფარული მუხლების და მკერდის, სიარულისას ჰაერთან შეხებაში და სხვებში უნებლიედ გაჩენილ სურვილში, რომელიც მიგყვება შლეიფად…

ბედნიერ და ამ უხილავი ნიჭით სავსე კვირას ვუსურვებ ყველას!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here