მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
“ლესელიძეზე რომ ვმუშაობდი, შუაში სადღაც, შეწყალებას ითხოვდა ერთი ადამიანი. განა რას ჩავუყრიდი – იმ პერიოდში ხურდის მეტს ვერაფერს დავუტოვებდი. ერთხელ, ტელეფონზე ლაპარაკის დროს, გამეთიშა – მწარედ, სასწრაფოდ მივვარდი ჩასარიცხს და ჩანთიდან ფულს ვგვიდი…. აშკარად მაკლდებოდა, რომ ეს ადამიანი, ვისაც შეწყალებას ვუყრიდი ხოლმე, მოვიდა და ფული გამომიწოდა….. რაც ჰქონდა.
ამ შემთხვევას რაც შეეხება, შარდენზე ყველა ბავშვს ვიცნობ, ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ეგ არ იყო ძველი თბილისის განვითარების იდეა – ამდენი უპატრონო ბავშვის და გაჭირვებულის და ძალით “გაჭირვებულების” მაფიის, მსოფლიო ტურისტების დასანახად გამოფენა. არ მომწონს ეს აცრემლებულების ტენდენცია – ვაი ფული აჩუქა, მაგარია…. მაგარი მაშინაა, როცა ყველას აქვს მუშაობაზე თანაბარი უფლება ქვეყანაში და სამართლიანად აწყობილი დასაქმება. ეს კი, ერთჯერადი “სიკეთის” აქტები მავნებლობაა. მიზეზია გამოსაკვლევი, ამდენი შეწყალების მთხოვნელის და ამ მაფიის.
დააკვირდით ფაქტებს და არა ჟესტებს. ასეთი ჟესტები, მეძავი ქალისთვის ერთჯერადი თანხის გადახდაა და არა მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა.
ჩახედეთ სიმართლეს თვალებში – ასეთ ჟესტებში მოსაწონი რეალურად არაფერია გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენი საზოგადოების არსიდან გამომდინარე, კომენტარები “დალოცოს” “მაგარია” დორბლიანი ცრუ სენტიმემტალიზმია.” – წერს იუნა.