იუნა შაფათავა ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება, რომლის გამოც მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს. იუნა აღნიშნავს, რომ მისი ექსმეუღლე არ არის ლაჩარი და მისი ინფორმაციით, გამოძიებაზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.
„ჩემი ქმარი (ყოფილი) ლაჩარი არ არის. კაცი კაცს რომ სცემს, ორივემ ბრწყინვალედ იცის, რატომ.
თებერვალში მთელი თბილისი რომ ღადაობდა, ქალის გულისთვის კაცებმა ერთმანეთი დაკლესო ვაკის სასაფლაოზე, სულ ფეხებზე მეკიდა ჭორები, ვის რა პლატინის საშ(ვილოსნ)ო აქვს და რარიგ დაფასებული, სანამ ერთ დილას 500 ზარი არ დამხვდა ტელეფონზე, უცნობი-ნაცნობი ჟურნალისტების, ჩემს ყოფილ ქმარს უცემია ის კაცი.
მოვლენები ასე ბულგაკოვურად განვითარდა: ნაცემმა შეირგო პოლიტიკური ელფერით „მკვლელობის მიზნით თავდასხმა“ და ქალი კი პრესსამსახურის უფროსი გახდა, უზადო რეპუტაციით, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის. მოღალატეთა ალიანსიც შეიკრა….
ჩემი ყოფილი ქმარი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი იყო, სუპერ მძიმე წონაში. ვინც არ იცის, ასეთი წონითი კატეგორიის მოკრივის ერთი დარტყმა ყბაში, უკვე შშმ პირად აქცევს კაცს სამუდამოდ; სულ არ დასჭირდებოდა რაიმე ხელსაწყო, ხერხემალში ისე გადატეხავდა იმ კაცს, თან, დღისით, მზისით, მოწმეების თანდასწრებით, კაცის დასაკლავად არ დადიან „პროფესიონალი კრიმინალები“. სცადა გამოძიებამ, ჩაქუჩი ვინმესთვის თავში ეგლიჯა ჩემს ქმარს, საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის? ეჭვი მეპარება.
პლუს, რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებაზე ხორციელდებოდა პოლიტზეწოლა.
ფაქტია, რომ გამოძიება წაიყვანეს მუხლით: განზრახ მკვლელობის მცდელობა, ვიღაცეებმა კი პარტიის ქულებად დაიწერეს… ეს გვერდით-მოვლითი ბოდიშები მუხლს არ ცვლის, პირადი გარჩევა გამოიყენეს საკუთარი პოლიტ. წამებულის იმიჯის „შესაქმნელად“… თუ ეგ უშველის, რა ვიცი…
ხვალ ის კაცი პარლამენტში დაჯდება (ეჭვიც არ მეპარება), ზეგ კი მთავარსარდლობასაც მოინდომებს და რა იცი, რომ არ გამოჰკრავს ხელს, გუშინ ნაცემი, არადა თვითონაც იცის, რატომ, ქაქუცა-ჩოლოყაშვილ-მხსნელად მოგვევლინება, „უზადო“ რეპუტაციის, ოჯახური იდილიის პორტრეტით, ინტერიერში…
ჰო, ევროინტეგრაციის საბუთები გამქონდაო საზღვარგარეთ (ნეტავ, ვისი პროტეჟეობით))), ჩემს ყოფილ ქმარს კი – ბანკები:))) არადა, ჩემს ყოფილ ქმარს, მაგარი სპორტსმენის სახელი გაჰქონდა, საზღვარგარეთ, ინფორმაცია ინტერნეტში დასტურდება, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისაც…
ბანკები რომ გაეტანა, დღეს თვითონაც უკეთ აწყობილი ცხოვრება ექნებოდა, მეც, შესაძლოა, სადმე პრესსამსახურის პატივცემულ ქალბატონად გავირანჭებოდი რომელიმე სასახლიდან, პატიოსანი ქმრ(ებ)ის ზურგს უკან…
იმასაც ამბობდნენ, ჩემმა ქმარმა შური იძიაო ჩემზე, იმიტომ სცემაო – ღმერთო დამიფარე, მე მხოლოდ ბიზნესმენები და ბოჰემა მაინტერესებს… თან, ახალგაზრდა… ის ქალი ჩემს ქმარს რომ არ აინტერესებდა, მაგას არც განვიხილავ – არც ჩემამდე აკლდა უმაგრესი გოგოები, მე ხომ პირნათლად, 7 წელი, სექსბომბა ვყავდი; ჩემს შემდეგაც არ მოსცდებოდა, გოგონებს ყოველთვის ძალიან მოსწონდათ ლევანი.
ასე რომ, ეს ვიშვიში: ვინც ქვას ფეხი წამოკრა, ქართული ოცნება დაიყვირა – სულ მიზნობრივი ტყუილია… თბილისში კი ვიცით, ვინ რა არის, ვინ რად ღირს, თუ კი ღირს რამედ, მაგრამ ხალხს ნუ აბოლებთ….
არ მიმიღია მონაწილეობა ჩემი ქმრის საქმეში – ან რა სტატუსით უნდა მიმეღო,არც მიიღებდა ამას. მხოლოდ მას ვეცი პატივი, ხმა არ ამომიღია, ჩემს სახელს რომ ატრიალებდნენ, კი იცით. გუშინწინ, უბრალოდ, ერთი მაგარი ბიჭი შემხვდა პლეხანოვზე – юნ, არადა, გეთქვა ორი სიტყვა, გეკუთვნოდა, ხომ იცი, ყველამ იცის შენი სამართლიანობის ამბავიო…
ჩემი ქმარი ასეთ უყურადღებობას არ იმსახურებდა ჩემგან, მაგრამ, როგორც არასოდეს არ ჩავრეულვარ მის საქმეებში, მით უმეტეს კაცურ ჩხუბში, არც ახლა ვუღალატე. მხოლოდ ის მინდოდა, მეთქვა: მე ლაჩარი კაცი არ მყოლია გვერდში. მას არც ციხე გაუკვირდება, არც წაიწუწუნებს – კაცის ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა, ოღონდ ნაღდი იყავი და შენ თავთან მართალი. ესეც ჩაივლის, იარები და სირთულეები კაცს მხოლოდ აკაჟებს…
მე ის არ მინდა მხოლოდ, ყველას ,ვისაც მანქანა აუფეთქდება, ქალის ღალატზე სცემენ, შუბლი გაეკაწრება სოფელში, რთველში დათვრება და თავს გაიტეხავს – ხვალ, ეს ბოზი გოჭებივით მოჭყიპინე ქაქუცები, მთავარსარდლებად მოგვევლინონ და ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.
ეს ჩემი და ლევანის ფოტოა. მგონი, 2005 წელი. ქაშუეთთან გადაღებული – ბებიაჩემს ისე უყვარდა ჩემი ქმარი, ჯვარი ჩვენ დავწერეთ… აქ მე ვარ 29 წლის, ლევანი – 30-ის. არც ფულისთვის გავყოლილვარ ცოლად, არც ქონებისთვის, არც ბრილიანტები-თანამდებობისთვის. არც მას ებადა რამე, არც მე. უბრალოდ, ძალიან, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი……
ვუსურვებ თავისუფლებას!“ – აღნიშნავს იუნა შაფათავა ვრცელ პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.