ბოლო დღეების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი ეხმაურება. ფეისბუქზე მიდმინარეობს კამპანია, რომელიც გულისხმობს ფოტოს გადაღებას, სადაც სოციალური კამპანიის მხარდამჭერის სამი თითი უნდა ჩანდეს, რაც ბათუმის ბულვარის სამ სასეირნო ზოლს გულისხმობს. სურათის ფეისბუქზე განთავსებისას გამოყენებული უნდა იქნას ჰეშთეგი #სამივე. აქციას იუნა შაფათავაც შეუერთდა და ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი თავისი მოსაზრება სოციალური ქსელის საშუალებით დააფიქსირა.
“მართალია, წელიწადში სულ 3-5 დღე ვხვდები ბათუმში, მაგრამ ბათუმის ქუჩებში, სანაპირო ზოლზე, აბსოლუტურად ყველა საქართველოს მოქალაქის ისტორიაა. ძალიან მარტივია, ხმა ამოვიღოთ და ვთქათ, რომ არ გვინდა კორპუსები და საკურას ბაღები სანაპირო ზოლზე, სადაც ვსეირნობთ, ვლაქლაქებთ, ბავშვებს ვასეირნებთ, ერთმანეთს ვესალმებით ყოველ ნაბიჯზე. საიდანაც ზღვას ვუყურებთ, სადაც ვფლირტაობთ და ვეპრანჭებით ერთმანეთს. 3 მილიონიან ქვეყანაში, სამივე მილიონისთვის ბათუმის სანაპირო ზოლი მოგონებების ზოლია. და შეხსენება, რომ კიდევ გვაქვს ზოლი, რომელიც დავთმეთ. ბათუმის სანაპიროზოლს კომეციული პროექტისთვის და ვიღაცის უტვინო ამბიციისთვის არ დავთმობთ. უამრავი ადგილია აჭარაში მოუვლელი, ჩანთხლეული.. გააკეთეთ ეს განაშენიანება იმ მოუვლელ ადგილებში, კარგ საქმეს იზავთ, სასტუმროებს ჩადგავთ, გაფართოვდება სანაპიროს სარგებლიანობა. ამოვიღოთ ხმა, ბათუმის დასაცავად! ეგ ერთი სანაპირო ზოლი დაგვრჩა და ნუ წავართმევინებთ!!! საქართველო-ბათუმის სანაპირო ზოლის და ბულვარის დასაცავად! ნუ გეშინიათ, ეს ჩვენი ვალია, არ დაგვხვრიტავენ, თუ მხარს დავუჭერთ ერთმანეთს, ადამიანები და ქალაქები!!!! არა ნგრევას! არა იაპონურ ბაღებს! გააკეთონ ეგ პროექტი სხვაგან-უამრავი მოუვლელი ადგილია აჭარაში-რა ბათუმის ბულვარზე მოგინდათ? არამზანშეწონილია,ეს ელემენტარულია! გააკეთეღ სხვა ადგილას- მოქალაქეების თხოვნით!!! დავიცვათ ბათუმის სანაპირო ალეები და ბულვარი! ✌✌✌❤” – წერს იუნა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამი სასეირნო ბილიკიდან ერთ-ერთის გაუქმება, მეორე ზოლში კი კაფე-ბარების მოწყობა იგეგმება.