იუნა შაფათავა: “ამ ძალიან ცნობილმა ადამიანმა მოიყვანა ცოლი, ცნობილი მეძავი”

0
104

მართალია იუნა შაფათავას პირადი ცხოვრების შესახებ უკვე თითქმის ყველაფერი გავიგეთ, მას შემდეგ რაც მან ავტობიოგრაფიული წიგნი “Ménage a trois ან ნახვამდის, წარსულო” გამოსცა, თუმცა ჯერ კიდევ არის ისეტი ისტორიები, რომლებიც წიგნის გვერდებზე ვერ მოხვდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იუნამ სოციალურ ქსელში პოსტის სახით გამოაქვეყნა.

“2-3 წლის წინ,ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან ვისხედით კაფეში,სამნი,კიდევ ერთ მეგობართან ერთად. ორივე მამაკაცი იყო. კაფეს მენეჯერი მოვიდა ჩემს დანახვაზე და მთხოვა- თუ შეიძლება,ჩვენი საპატიო სტუმრების სიაში შეგიყვანთ,ფოტოს გადაგიღებთ და კედელზე დავკიდებთო სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად. კი ბატონო მეთქი,დიდი მადლობა პატივისთვის. ამ ცნობილ მამაკაცს ბოდიში მოვუხადე-შენი კომპრომეტირება არ მინდა, მერე კუდს მოაბავენ ფოტოს,არც მე მჭირდება ეს,არც შენ-მეთქი. ცალკე მაგიდასთან გადავჯექი ფოტოს გადასაღებად. მეორე მეგობარს ეწყინა და მენეჯერს მიმართა: იცით,ვინ არის ეს ახალგაზრდა მამაკაციო? და უთხრა, ვინც იყო. მენეჯერმა ბოდიში მოიხადა, ვერ ვიცანიო, გაუღიმა, არაფერი უპასუხა.

გავიდა დრო. ამ ძალიან ცნობილმა ადამიანმა მოიყვანა ცოლი,ცნობილი მეძავი,ფარული მეძავი. ჩვენ შევხვდით საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას,დახურულ საღამოზე.

მოდის ეს ძალიან ცნობილი მამაკაცი,მიყურებს თავისი დაყენებული რომანტიული მზერით და მივლის გვერდს,”ვერ მხედავს”. ის ჩემი გაფრთხილება,კომპრომეტირების,სრული სერიოზულობით მიიღო. იმ საღამოს მეცვა ძალიან ლამაზი კაბა და რა თქმა უნდა,მე ის მამაკაცი არაფერში მჭირდებოდა,მისალმების გარდა. ეტიკეტია მისალმება,ელემენტარული. უკვე გარესპექტებული ცოლი იქვე იყო,სადღაც. ქმრის სახელის რესპექტს იმკიდა. რეალური გაცნობა და საზოგადოებისთვის ცნობილი ვერსია მათი ურთიერთობის შავი და თეთრივით განსხვავებულია….

ჰმ. ცნობილმა მეძავმა ყველა ხერხით ისარგებლა და რესპექტაბელური მამაკაცის დაფასებული ცოლია.
ამ მამაკაცთან, რა თქმა უნდა, ერთადერთი რომანტიული საღამო მქონდა, როგორც მე მჩვევია. და,ისევ მე რომ მჩვევია,ზედმეტი სენტიმენტების და ჩემი მხრიდან,გადაჭრით უარით, უარი ვთქვი ნებისმიერი სახის გაგრძელებაზე, მისი განებივრებული ხასიათის ცრემლიანი სიყვარულის ახსნების მიუხედავად. ბუნებამ დასაჯა თავისი თავის და შესაძლებლობების ზედმეტად დაფასებისთვის: თითქოს და რესპექტაბელური ცოლის პრე-ისტორია მჟღავნდება და მათი ალიანსი ფიასკოს განიცდის.

არ ვიცი,რამ გამახსენა,მაგრამ მორალი: მართალია,მსოფლიო რელიგიით,თავმდაბლობა კარგია,და ბუნება თავისას დაგიფასებს,მაგრამ ის,ვინც იმსახურებს პატივისცემას, ხშირად მოჩვენებით პატივსაცემია; ის,ვინც თავმდაბალია და ის,ვინც თავხედია,ხშირად საზოგადოებაში vice versa როლებში ჩანან. ჩვენ ისეთები არ ვართ,როგორებიც ვჩანვართ.

ცნობილობა და პატივისცემა,სხვა არაფერია,რაც დროებითი სტატუსი საზოგადოებაში. რომელსაც თანაბრად აინტერესებს ქუჩის ბომჟის და პრეზიდენტის ისტორიები,მთავარია სანახაობა :))))) სანახაობა,აი რა უყვარს საზოგადოებას.ის ისეთივე უსულოა,როგორც ვაკუუმი,გალაქტიკაში პლანეტებს შორის. სული ვართ ადამიანები. განყენებული.

საზოგადოების თვალი ბრმაა,მისი აზრი -ილუზორულია. ისევე,როგორც ჩვენი დროებითი “სტატუსები” – წერს შაფათავა სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here