ირინა შეიკი რუსული “Vogue“- ს სექტემბრის ნომერს დაამშვენებს. მოდელმა თმის ფერი შეიცვალა და ფოტოსესიაში მისი ყველაზე სექსუალური მხარე გამოაჩინა. დიზაინერ სემრა რასელის ტანისამოსში გამოწყობილი შეიკი, Mert & Marcus – ის (Mert Alas and Marcus Piggott) ობიექტივში მოხვდა და უნაკლო სხეულის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა.