Irina Shayk-ს თამამი ფოტოებისთვის ლანძღავენ

0
41

Irina Shayk-ი სრულად იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ რაც კარგი გაქვს, უნდა გამოაჩინო, ამიტომ მისი ინსტაგრამის გვერდი ძირითადად შიშველი ფოტოებითაა ხოლმე გადაჭედილი. სხვა ვარსკვლავებს არ უმართლებთ, ამ მიზეზით კი Irina-ს ექაუნთი ერთხელაც კი არ გაუთიშავთ – როგორც ჩანს, სოციალური ქსელის მაკონტროლებელ ადმინისტრატორებს, ბევრი სხვისა არ იყოს, იმდენად მოსწონთ Shayk-ის მადისაღმძვრელი ფორმები, რომ გოგონას ანგარიშის დაბლოკვით აღარც კი ემუქრებიან.

ინსტაგრამის ადმინისტრატორებს ნადმვილად ვერაფერს დავუფიცებთ, სამაგიეროდ შეგვიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ Irina-ს ახალი ბროიფენდი, Bradley Cooper-ი, ამ ფოტოების შეთვალიერების შემდეგ ნამდვილად კარგ ხასიათზე დადგებოდა – საქმე იმაშია, რომ რუსი წარმოშობის ლამაზმანმა ცოტა ხნის წინ ერთი ფოტო ორად გაყო და თუკი მის ერთ ნაწილში სახე უჩანს, მეორე ნახევარში გოგონას ინტიმური ადგილები მისი ფოლოუერებისთვის სრულიად თვალშისაცემი გახლავთ. მანამ სანამ კრიტიკოსები Irina-ს ამ საქციელის გამო ლანძღავდნენ და ქალს უკვე გადაჭარბებაში ადანაშუალებდნ, სუპერმოდელის ფანთა არმია აღფრთოვანებას ვერ მალავდა – სხვათა შორის, ფოტოს ორივე ნაწილმა მოწონებათა თითქმის იდენტური რაოდენობა დააგროვა, ასე რომ, ეტყობა, Shayk-ის ფოლოუერები Irina-ს სხეულის ყველა ნაწილით ერთნაირად აღფრთოვანებულები არიან.

სუპერმოდელი და ფეხბურთელ Cristiano Ronaldo-ს ყოფილი მეგობარი გოგონა ამჟამად წარსულ ცხოვრებაზე დარდით გატაცებული ნადვილად არ აგახლავთ – Irina-მ დიდი ხანია ახალ სიყვარულს მიაგნო, მისი რჩეული Bradley Cooper-ია, ოსკარზე ნომინირებული ჰოლივუდელი სუპერ ვარსკვლავი, ვის ანგარიშზეც არაერთი ლამაზმანის გულის მონადირებაა. პაპარაცებმა წყვილი ზაფხულის განმავლობაში ერთად არაერთხელ დააფიქსირეს, თუმცა, მათგან ოფიციალურ აღიარებას ურთიერთობის შესახებ ჯერაც ვერ ეღირსნენ.