27.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

ირინა ონაშვილი: „არ მეგონა, სერიალში თამაში ასეთი რთული თუ იქნებოდა…“

როგორც ჟურნალი „სარკე“ დღევანდელ ნომერში წერს, ირინა ონაშვილმა მაცდური ქალის როლისთვის მსხვერპლი ვერ გაიღო. შეგახსენებთ, ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახლახან გამოჩნდა და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟთან რომანტიკულად გადაიკვეთა.

ირინა ონაშვილი:

„ამ როლში პატარა ცვლილებები შევიტანე. მე არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, რომელიც როლის გამო ბევრ მსხვერპლზე წავიდოდა. როცა სმახიობი ხარ, ბევრი სითამამე მოგეთხოვება. ამ როლში არც იყო ბევრი სითამამე, მაგრამ გარკვეულ დეტალებზე მაინც უარი ვთქვი…

ეს ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ვაღიარებ,რომ კინოში ან სერიალში გადაღება რთული პროცესი ყოფილა, რაც არ მეგონა. ჩვენი მსახიობების მუშაობა კიდევ უფრო დავაფასე. ამ სერიალში ძალიან კომფორტული გარემო იყო, პროფესიონალების გუნდია და ყველაფერი საათობრივად ჰქონდათ გაწერილი. ერთმნიშვნელოვნად მივხვდი, რომ მსახობობა ძალიან რთული ყოფილა“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები