ირაკლი მარხულია მიმი შელიაზე – “რომანი გვქონდა, მაგრამ სიამოვნებასაც არ მანიჭებს მაგ ცხენკბილას გახსენება“

0
2594

ბოლო პერიოდის ქართველი ინტერნეტვარსკვლავის, მიმი შელიას პირადი ცხოვრება ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, საინტერესო გახდა და თანაც იმდენად, რომ მიმის „ეკა ხოფერიას შოუში“ ჩართვაც კი გაუკეთეს. ლამაზი ფოტოები, ულამაზესი ღიმილი, მხიარული ვიდეოები სოციალურ ქსელში და გოგონაც სუპერპოპულარული გახდა.

23 წლის ულამაზესი მოდელი მიმი შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ, მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. თავის სილამაზეს იგი მამის დედას უნდა უმადლოდეს, რადგან გარეგნულად ძალიან გავს ბებიას.

იგი სამოდელო ბიზნესით არის დაკავებული. მიმი შელია მომღერალ ქეთა თოფურიას დაქალია და თავისუფალ დროს ისინი ყოველთვის ერთად ატარებენ.

მისი მეუღლე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურია იყო. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს და თავისი სიყვარული 2013 წლის 16 ივნისს, ზაფხულში დააკანონეს, მაგრამ როგორც გაირკვა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გიორგი ახლა ნინი გოგიჩაიშვილის შეყვარებულია.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მიმი შელიას პირველი შეყვარებული ჯეობარის გამარჯვებული, ირაკლი მარხულია იყო. ირაკლი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ მას სოციალური ქსელით დავუკავშირდით.

– ირაკლი, შენსა და მიმი შელიას ურთიერთობაზე მინდა ვისაუბროთ…

– მოკლედ, სათქმელი არაფერია, მაგ ქალის გაპიარებას არ ვაპირებ.

– რომანი არ გქონიათ?

– გვქონდა, მაგრამ სიამოვნებასაც არ მანიჭებს მაგ ცხენკბილას გახსენება.

– მე რამდენადაც ვიცი, მიმიმ შენ გამო თვითმკვლელობაც სცადა, ასე რატომ მოიხსენიებ?

– არაფრის თქმას აღარ ვაპირებ.

წყარო: პრაიმტაიმნიუსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here