ირაკლი მაქაცარიას რჩეული შავ ტყავის ბრიჯსა და მაისურში შეუდარებლად გამოიყურება

0
528

ტელეწამყვანისა და ბიზნესმენის, ირაკლი მაქაცარიას რჩეული ლიზა ჩიჩუაა, ცნობილი ექიმების ქალიშვილი. ლიზამ და ირაკლიმ თავიანთი ურთიერთობის შესახებ ახლახან აცნობეს საზოგადოებას, როდესაც ლიზას მე-19 დაბადების დღეზე გადაღებული ერთობლივი ფოტო გააზიარეს და მას შემდეგ ბევრი გულშემატკივარი შეიძინეს.

როგორც ჩანს, ირაკლი დღეებს და საათებსაც კი ითვლის იმ მომენტიდან, თუ როდის გაიცნო ლიზა. ერთ-ერთ გამომწერს მან უპასუხა, რომ ლიზა ჩიჩუა ცხრა თვის, ათი დღისა და 12 საათის წინ გაიცნო.

ლიზამ ახლახან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც შავ მაისურსა და ტყავის ბრიჯს შავი აბადოკი შეუხამა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ირაკლიმ ამ ფოტოსესიას, რა თქმა უნდა, გულის ემოჯით უპასუხა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here