ტელეწამყვანი და ბიზნესმენი, ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებით მონაწილეობს. მაყურებელს ქართული „ცეკვებიდანაც“ ახსოვს ირაკლი და მან აქაც დიდი სიმპათია დაიმსახურა მაყურებლისა და ჟიურის წევრების მხრიდან, უკრაინაშიც არ აკლებენ ქება-დიდებას.
ამჯერად მან მაიკლ ჯეკსონი განასახიერა Smooth criminal-ზე დადგმულ ცეკვაში, თავის პარტნიორთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავები“ უკვე მეხუთე სეზონია, გადის, ხოლო ეს პროექტის მეშვიდე საკონკურსო კვირაა.