ირაკლი მაქაცარია უკრაინულ პროექტში პროფესიონალ მეწყვილეზე უკეთ ცეკვავს (ვიდეო)

0
2184

ბიზნესმენი და ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია ქართულის შემდეგ უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. უკრაინაში ცნობილი ტელეპროექტის მეხუთე სეზონი გადის.

ამჯერად ირაკლიმ „ბინძური ცეკვების“ მუსიკაზე სალსა შეასრულა.

„ვიფიქრე, თქვენ დღეს „მიმინოს“ შეასრულებდით, როცა გადაცემის თემა გავიგე. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, დღეს თქვენ სუფთა ბინძური ცეკვები შეგვისრულეთ“, აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.

ქართულ სოციალურ ქსელში ვიდეო ანრი ჯოხაძემ გააზიარა. დალი ჩიტალაძემ შესრულება ასე შეაფასა:

„პროექტში შნე მეწყვილეზე ბევრად უკეთ ცეკვავ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტში გაიმარჯვებ“.

ძნელია, ამ შეფასებას არ დაეთანხმო. აშკარაა, რომ ირაკლი მეწყვილეზე გაცილებით უკეთესად ასრულებს მისთვის დადგმულ ქორეოგრაფიულ ნახაზს.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here