ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას სოლიდარობას უცხადებს

0
2070

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ეხმიანება და დადებითად აფასებს. მისი თქმით, ჟიურის წევრებისგან უზრდელობა მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა.

ირაკლი კაკაბაძე წერს:

„სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და საკუთარი სიცოცხლითაც გაურისკავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამეები ხდება. იმედია, საქართველოში ზრდილობა გვექნება.

აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი უკრაინელი ქორეოგრაფების ჩვენ გვერდით ყოფნა“.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here