“იქს ფაქტორმა“ სოფო საჟინიანს სიყვარული აპოვნინა

0
5916

22 წლის სოფო საჟინიანის გამოჩენამ “იქს ფაქტორში“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა, მომხიბვლელი მომღერლის მიმართ ისეთი დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ მისმა ვიდეომ სოციალურ ქსელში, ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა. მისი გამოსვლა 45 000 ადამიანმა ნახა. ახალგაზრდა მომღერალმა ბედი „იქს ფაქტორში“ ორი წლის წინაც სცადა, თუმცა სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ პროექტში ვეღარ მოხვდა. “მიუზიკ ბოქსი“ სოფო საჟინიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

– სოფო, თქვენმა გამოსვლამ, ინტერნეტში ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა, ელოდით ასეთ ინტერესს თქვენს მიმართ?

– გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ასეთ ინტერესს ნამდვილად არ ველოდი. ყველა ამ ადამიანს მადლობას ვუხდი. ეს არის ჩემთვის დამატებითი სტიმული, მსმენელს ვაჩვენო რა შემიძლია.

– თქვენი აზრით, რამ მოხიბლა მაყურებელი, თქვენმა სიმღერამ თუ გარეგნობამ?

– ჰოლივუდური გარეგნობა ნამდვილად არ მაქვს, ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, ვფიქრობ სიმღერამ და გარეგნობამ, ერთდროულად მოახდინა მსმენელზე შთაბეჭდილება და ამიტომაც გაუჩნდა ინტერესი ამდენ ადამიანს. არ მინდა ხალხის ყურადღება მხოლოდ გარეგნობით მივიქციო, მინდა სიმღერით დავამახსოვრო თავი.

– “იქს ფაქტორში“ ორი წლის წინაც სცადეთ ბედი, მაგრამ მაშინ სულ სხვა იმიჯით წასდექით მაყურებლის წინაშე, ხშირად იცვლით იმიჯს?

– არ მიყვარს ერთფეროვნება და ამიტომაც ვიცვლი იმიჯს ხშირად.

– მაშინ, სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით სკამების ტური ვერ გადალახეთ, თქვენი აზრით სწორი იყო მისი გადაწყვეტილება?

– მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარ ვფიქრობ ისე. “იქს ფაქტორი“ მხოლოდ ვოკალური პროექტი არ არის, ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მე მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავი, ალბათ სოფომ ამაზე იფიქრა და ამიტომაც ვერ მოვხვდი საბოლოოდ პროექტში.

– თუმცა მაშინ, “იქს ფაქტორში” თქვენი გამოჩენა, პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახა…

– ასე გამოდის. მოგესხენებათ, ქართველ ემიგრანტებს აქვთ ქართული არხები, სწორედ ტელევიზიით მნახა ჩემმა შეყვარებულა პირველად, სოციალურ ქსელში დამამატა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. არ მინდა ჩვენი ურთიერთობის საჯაროდ აფიშირება, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ძალიან მიდგას გვერდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here