“იქს ფაქტორი” დაიწყო – შთაბეჭდილებები და შეფასებები

0
2638

“რუსთავი 2-ის” ეთერში გუშინ “იქს ფაქტორი” დაიწყო. საუკეთესო მუსიკოსებს სოფო ნიჟარაძესთან და გიორგი გაბუნიასთან ერთად, სტეფანე და ლელა წურწუმია არჩევენ. მუსიკალური მარათონი ტელესივრცეში დაუვიწყარი ნომრებით დაბრუნდა.

ჟიურის წევრები წლევანდელი ნაკადით კმაყოფილები არიან და დაუვიწყარ შოუს გვპირდებიან. “წელს ყველა კატეგორიაში გამორჩეული კონკურსატები არიან, ყველა კატეგორია ერმანეთზე ძლიერია და დაუვიწყარ შოუს ვთავაზობთ მაყურებელს”- გააცხადა სოფო ნიჟარაძემ.

“იქს ფაქტორის” ჟიურიში წელს პირველად მოხვდა მომღერალი ლელა წურწუმია, რომელიც ახალ ტალანტებს, მრავალი კრიტერიუმით არჩევს.

“ძალიან ბედნიერი ვარ ამ პროექტში რომ მოვხვდი. არაჩვეულებრივი კონკურსანტები არიან და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც “იქს ფაქტორში” მომიწვია”.

სანდრო კურცხალაძე, გვანცა ოსიყმაშვილი, თამარ ედილაშვილი, მერაბ იმზოევი – ეს ის კონკურსანტები არიან, რომლებიც გუშინდელი გადაცემის აღმოჩენები გახდნენ.

სანდრო კურცხალაძე: “კასტინგზე ძალიან ვინერვიულე და ეს ეტყობოდა კიდეც ჩემს გამოსვლას. ვთვლი, რომ მაქვს იქს ფაქტორი და გამარჯვებაც შემიძლია.”

თამარ ედელაშვილი: “არ ველოდი ასეთ შეფასებებს, მაგრამ საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებული ვარ. მადლობას ვუხდი ჟიურისაც და მაყურებელსაც, რომელმაც ასე თბილად მიმიღო.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here