ინტერნეტში გოგა ხაინდრავას სკანდალური ფილმის თრეილერი გამოჩნდა – “ჰეროკრატია“ +18

0
3932

დღეს ინტერნეტში, გოგა ხაინდრავას ფილმის, “ჰეროკრატიის“ თრეილერი გამოჩნდა. ფილმი 24 სერიისგან შედგება და ის უახლოეს მომავალში ტელეკომპანია იმედის ეთერში გავა. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული სურათი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს ასახავს და მასში ნაჩვენები იქნება გახმაურებული სასამართლო პროცესები, წამების ფაქტები და ცხოვრება გისოსებს მიღმა.

არც ერთი პერსონაჟი სრულად ინდეტიფიცირებული არ არის, თუმცა როგორც თავად რეჟისორმა განაცხადა, მაყურებელს მათი ამოცნობა არ გაუჭირდება, ისინი პერსონაჟებს, მათთვის უკვე ნაცნობ პოლიტიკოსებთან თუ ცნობად სახეებთან, მარტივად გააიგივებენ. ხაინდრავას თქმით, იმ მსხვერპლთა ვინაობა ვინც დაიღუპნენ, ფილმში უცვლელი იქნება, შეიცვლება მხოლოდ მათი სახელები და გვარები, ვინც დღეს ცოცხლები არიან.

პრემიერის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ჰეროკრატია“ ეთერში აგვისტოს მიწურულს, ან სექტემბრის დასაწყისში გავა. თითოეული სერიის ქრონომეტრაჟი საშუალოდ 40 წუთია. ფილმი სექსუალური თუ ძალადობრივი შინაარსის შემცველი კადრების გამო ეთერში, ღამის 11 საათის შემდეგ გავა, გრიფით +18.
[jwplayer mediaid=”17956″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here