ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას წინასაარჩევნოდ ძალიან გადატვირთული რეჟიმი აქვს და სოციალურ ქსელში ხშირად წერს ხოლმე ამის შესახებ. შაბათ-კვირას, როგორც კი დრო გამოუჩნდება, სოფელში გარბის, თბილისთან ახლოს, სადაც საკუთარი სახლი აქვს.
ინგამ მცირე ხნის წინ დაწერა, რომ დიეტაზეა. მისი დიეტოლოგი ლაშა უჩავა გახლავთ. აშკარაა, რომ ტელეწამყვანის მონდომებამ შედეგი გამოიღო და ცნობილი სახე შესანიშნავ ფორმაშია.
ინგას ფოტოებს მისი ქალიშვილი, მარი გრიგოლია აქვეყნებს შემდეგი წარწერით: „როგორი გამხდარია და როგორი ლამაზია. მიყვარს და რა ვქნა?“
ფოტოებს ინგას „ფეისბუქ“-მეგობრებიც ეხმაურებიან: „ვაუ, ასე როგორ გახდა?“, „ინგა, ძალიან მაგრად გამოიყურები!..“, „გეუბნები, 20 წლის გოგოს ჰგავხარ-მეთქი“, „ინგა, სუპერფორმაში ხარ!..“ იხილეთ ფოტოები