ინგა გრიგოლია მაია ასათიანის შესახებ – „განიცდიდა ამ ბოლო თავდასხმებს და ლანძღვა-გინებებს…“

0
3306

ინგა გრიგოლია მაია ასათიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ტელეჟურნალისტი 7 ნოემბრის შესახებ ამზადებდა გადაცემას, სადაც ინგაც მიიწვია. ტელესახის თქმით,

„საშინლად განიცდიდა, როცა განსაკუთრებული შეტევები იწყებოდა მასზე და როცა ლანძღავდნენ და დასცინოდნენ. ათასჯერ მაინც გვილაპარაკია ამ თემაზე. არ ვიცი,ვინ რამდენად ატყობდა,მაგრამ საშინლად განიცდიდა (მისმა მეგობრებმა და თანამშრომლებმა ალბათ იციან)… სამი დღის წინ დამირეკა და გადაცემაში მოდი,უნდა გავაკეთო თემა – სად ვიყავი შვიდ ნოემბერსო. საშინლად განიცდიდა ამ ბოლო თავდასხმებს და ლანძღვა-გინებებს…

მე ვუთხარი, ნეტა შენ, რას ყვები ამ ემოციებს,რატომ პასუხობ-მეთქი!!! არა, არ შემიძლია ამდენი, გადაცემა უნდა გავაკეთოო… დღესაც ველაპარაკე, უმძიმესი წუთები ჰქონდა, უკვე იქ იყო, კლინიკაში და უკვე იცოდა, რომ მისი ერთადერთი შვილი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა(((((((((

ერთი ასეთი ფრაზა მითხრა – ნეტავ, საერთოდ არასოდეს გავკარებოდი ტელევიზიას … არასდროსო(((((( ნეტავ, არასდროს მივსულიყავი ტელევიზიაში სამუშაოდო…(((((( ისე მედარდები, მაია. ისე მედარდები ((((( ან აქ რას ვწერ ამ ყველაფერს, რატომ ვწერ, მაგრამ აღარ ვიცი, რა გავაკეთო. არასოდეს დამავიწყდება მისი დღევანდელი ხმა((((“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here