ინგა გრიგოლია: “მაგრად მკიდია ფეხებზე, ვინ რას ამბობს და წერს ჩემზე, მაგრამ…“

0
104

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ფეისბუქზე ხშირად სწერენ, რა ჭორები ვრცელდება მის შესახებ. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ვისაც ეს კარგი მეგობრობა ჰგონია, ძალიან ცდება…

“სრულიად გულწრფელად მაინტერესებს, ჩემი მეგობრები რომ გქვიათ, თუნდაც ფბ სივრცეში და რამდენი ტვინგამოლაყებული რაიმე ჭორს, საზიზღრობას და სიგიჟეს დაწერს ან იტყვის ჩემზე, ერთ წამში რომ მიკოპირებთ და ინბოქსში მიყრით, ეს კარგი ტონია და კარგი მეგობრობა გგონიათ???))))))))

ნერვები მაქვს ძალიან მყარი, რეაქცია ბოროტებსა და ავადმყოფებზე დიდი ხანია მაქვს ნული, იმუნიტეტი მუქარასა და ჭორებზე მაქვს ძალიან მყარი, მაგრამ მაკვირვებს ზოგიერთი ჩემი “ფრენდის“ ასეთი მონდომება, დილიდან საღამომდე მხოლოდ ცუდი ამბები მიყარონ ინბოქსში…

მე მაგრად მკიდია ფეხებზე, ვინ რას ამბობს და წერს ჩემზე, მაგრამ თქვენ რა გრჯით, დილაადრიან რომ ჩემზე ჭორ–მართალ ამბებს აგროვებთ და მერე მე მამცნობთ??? მეტი საქმე არ გაქვთ, ჩემით რომ არ იყოთ მარტო დაკავებულები???

საკუთარი საქმით და ცხოვრებით დაკავდით, მეგობრებო და მერე მართლა აღარ დაგაინტერესებთ სხვისი ცხოვრება)))))) ესაა ჩემი უფასო რჩევა თქვენთვის…“ – წერს ინგა გრიგოლია საკუთარ გვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here