ტელეიმედის ეთერში კურიოზები ხშირად ხდება. ამჯერად მაყურებლის ყურადღება, დილის გადაცემის წამყვანმა, ეკუნა ჯაგოდნიშვილმა მიიპყრო, მას გადაცემაში ამინდის პროგნოზის რუბრიკა მიჰყავს. ეკუნა დღეს პირდაპირ ეთერში ე.წ. მაღლივის ხიდიდან ჩაერთო, ჩართვის დაწყების დროს წამყვანი პირდაპირ ეთერში დაეცა. მაგრამ ამას ამინდის პროგნოზის გამოცხადებაში მისთვის ხელი არ შეუშლია.