ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში, უმძიმესი პერიოდია. ამის შესახებ, თამუნა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
– თამუნა, გავრცელდა ჭორი რომ სანდრო მიკუჩაძეს დაშორდით, რამ განაპირობა ამ ჭორის გავრცელება?
– ეს სიმართლე არ არის. უბრალოდ ამ ეტაპზე დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც არც სანდროს და არც სხვას ეხება. აუცილებლად მოვა დრო, როცა ყველაფერზე ვისაუბრებ. ისეთი პრობლემა მაქვს, რომელიც შეიძლება მილიონში ორ ადამიანს შეიძლება ჰქოდნეს, მძიმე ფსიქოლოგიური და მორალური მდგომარეობა მაქვს. დამამშვიდებელ აბებს ვსვამ, დავდივარ ფსიქოლოგთან და კვირაში ორჯერ მაინც მოდის სასწრაფო დახმარება. ვფიქრობ ეს მდგომარეობა, ჩემს პირად ცხოვრებაზე შეიძლება მძიმედ აისახოს, მაგრამ თავს ვერ ვერევი. იმედი მაქვს სანდრო ამის გამო არ მიმატოვებს.