იმედა არაბული და იუნა შაფათავა ახალ ქართულ-ამერიკულ ფილმში „თამარა“ მთავარ როლებს შეასრულებენ. როგორც თავად იუნა წერს, ახალ კინოსურათში ისინი გაშორებულ ცოლ-ქმარს ასახიერებენ.
გთავაზობთ იუნას სტატუსს ამ თემაზე და ფოტოებს, რომლებიც გადაღებიდან გამოაქვეყნა:
„T A M A R A
ახალი ქართულ-ამერიკული indie ფილმი, რომელშიც მე და იმედა უკვე გაშორებულ ცოლ-ქმარს ვთამაშობთ.
დრამა, თბილისი- New-York დანგრეული სიყვარულის, ძალადობის, ბედნიერების ძიების ისტორია. ქართულ ამერიკული იმიტომ, რომ ქართველები ვთამაშობთ, made in New York ❤️btw
იმედამ ისე ითამაშა, დღეს გულის შეტევა დამმართა, ისე განვიცადე. ძალიან ძლიერი მსახიობია და არანორმალურად მიხარია, რომ ისევ ერთად ვართ ერთ ფილმში .
რეჟისორი: Alla Ready❤️
ოპერატორი: Slavs Rouss
Make-up: Susanna Yahnienko
ფილმში ასევე მონაწილეობას იღებენ ქართველი მსახიობები მაშო მელქაძე, გიორგი ფოცხვერია და სხვები.
გადაღებები მიმდინარეობს ნიუ-იორკში.
შეგახსენებთ, რომ ალას გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც ნოემბერში ვითამაშე, არის ნიუ-ჯერსის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
გადაღებების მსვლელობას შეგატყობინებთ.
გვისურვეთ წარმატებები“.
იუნა შაფათავა უკვე რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს, იმედა არაბული კი იქ გარკვეული პერიოდის წინ გაემგზავრა საცხოვრებლად.