ილო ბეროშვილი: „როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ბავშვი ყოველთვის გვირგვინივით არის…“

0
607

მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია მცირე ხნის წინ მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს. უსაყვარლეს პატარასთან ერთად წყვილი ბაია დვალიშვილს სტუმრობდა „ფორმულაზე“ და თავიანთ სიყვარულის ამბავზე ისაუბრეს.

ილო ბეროშვილი:

ინიციატორი მე ვიყავი. არ იყო ანის დაყოლიება ადვილი… შენ თვითონ არ მეუბნები ხოლმე, რომ ინიციატორი შენ იყავიო?

ანი:

ილომ ადამიანობით მომხიბლა. ეკრანზე როგორიც ჩანს, ისეთი არავინ არის. ილოში უფრო მეტი ადამიანური დავინახე, რაც არ ჩანს ხოლმე… ბევრი სიმბოლური რაღაცები ყოფილა. კუს ტბაზე ჩახუტებულები ვისხედით ერთ დღეს და უსიტყვოდ ვიგრძენით, რომ უზარმაზარ ენერგიას ვუცვლიდით ერთმანეთს.

ჩვენ გვქონდა ერთი კაფე, სადაც სულ დავდიოდით. უცებ მოვაწერეთ ხელი, ფურცელზე. დავწერეთ ჩვენი ტექსტი. ხელი რომ უნდა მოგვეწერა, თანახმა ვართო, ზარების ხმა მოისმა, რომელიც იქამდე არასდროს გაგვიგონია, სულ იქ დავდიოდით.

ილო:

როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ბავშვი ყოველთვის გვირგვინივით არის… როცა ჯერის ვუყურებ, არ ვიცი, როგორ მოახერხა, რომ ასე თანაბრად აქვს აღებული ხასიათიც და გარეგნული მხარეც. როცა ვუყურებ ანის, ჯერის ვხედავ, ჯერის რომ ვუყურებ, ანის ვხედავ.

ანი:

მე მივხვდი, რომ კარგი ადამიანები ვართ, რომ დავიმსახურეთ, ჯერი ჩვენი შვილი ყოფილიყო…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here