ილიკო სუხიშვილის პასუხი კრიტიკოსებს – „არ არის აუცილებელი, მას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა…“

0
3103

„რუსთავი 2“-ის ეთერით ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ახალი პროექტის გარშემო გაჩენილ პრეტენზიებს უპასუხეს. „ცეკვა ქართული“, მათი თქმით, ექსპერიმენტული პროექტია, რომელმაც შესაძლოა, გააგრძელოს ცხოვრება და ცეკვის განვითარება ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია.

ილიკო სუხიშვილი:

არ მინდოდა, კონკრეტული ხალხის, კუთხის ან ისტორიის, ციხე-სიმაგრის გადარჩენის ამბის მოყოლა, უფრო ხასიათისა და განწყობის გადმოტანა, თუნდაც დღევანდელი ქართული  განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭი ქართულს შინაგანად როგორ ცეკვავს?

თუ ქართველი ადამიანი ელექტრონულ მუსიკაზე ისე მოძრაობს, როგორც სხვა არავინ, ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ქართული არ არის. არ არის აუცილებელი, მას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here