იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი საქართველოშია

0
1755

ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი და პიანისტი, კეიკო მაცუი უკვე თბილისშია. ის ჩვენს ქვეყანას “სოლოს” და “ალექს პრომოუშენის” მოწვევით სტუმრობს. მუსიკოსი 8 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. რამდენიმე წლის წინ, როცა ის ჯაზ-ფესტივალზე იმყოფებოდა, ერთ-ერთ ქართულ რესტორანს ესტუმრა, სადაც ნიკო ფიროსმანის “შავი ლომით” და მისი სასიყვარულო ამბით შთაგონებულმა ამავე სახელწოდების კომპოზიცია დაწერა, დღეს საღამოს კი სწორედ ამ კომპოზიციას მსმენელს სიურპრიზად შესთავაზებს. როგორც დღეს სოლოში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად კეიკომ განგვიცხადა, მოხარულია, რომ თბილისს მეორედ ესტუმრა კონცერტის გასამართად, რადგან მისთვის ორ ორკესტრთან თანამშრომლობა გამორჩეული იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here