ია ფარულავას „გუჩის“ 1800 დოლარიანი ბოტასები აცვია (ფოტო)

0
1505

ია ფარულავა ბრენდების სიყვარულითაა ცნობილი. მისი ფილოსოფია ტანსაცმელთან დაკავშირებით არის ასეთი, სურს, ჰქონდეს ერთი, მაგრამ საუკეთესო და მისი გარდერობიც სწორედ ამ ნიშნითაა დაკომპლექტებული, სამოსით დაწყებული, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით დასრულებული ტელეწამყვანსა და მსახიობს მხოლოდ საუკეთესო აქვს.

ნინა წკრიალაშვილთან ინტერვიუზე ია ფარულავას გუჩის ფერადი ზედა ეცვა. ახლახან კი მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მეგობრებთან ერთად არის გადაღებული, კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში. ამ ფოტოზე იას აცვია „გუჩის“ ბოტასი, რომლის ფასიც საიტზე 1875 დოლარია, ხოლო თუკი საზღვარგარეთ აუთლეთს ესტუმრებით, მისი შეძენა 600 ევროდ შეგიძლიათ.

ასეთივე ბოტასი აცვია ყოფილ მოდელს, ლიკა შენგელიას ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც მას „ინსტაგრამზე“ აქვს გამოქვეყნებული.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here