ია ფარულავა: „ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, თუკი არ ჩავთვლით იმას, რომ 29 წლის ასაკიდან ბოტოქსს ვიკეთებ…“

0
555

ია ფარულავამ „მენტალურ ომებში“ პლასტიკურ ოპერაციებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, ეკრანზე ქალი კარგად უნდა გამოიყურებოდეს.

ია ფარულავა:

პირადად მე ჯერჯერობით ბუნებრივად ვარ წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით მცირე ჩარევებს, ყველამ იცის, რომ 29 წლიდან ბოტოქსს ვიკეთებ. ჩარევები მისაღებია, მით უმეტეს, როცა ეკრანზეა ქალი. არც ამ წონის უფლება მაქვს, უნდა ვიყო ტანწერწეტა და გამხდარი, მაგრამ ასაკი თავისას შვრება.

ჩემი აზრით, ქალი ძალიან შარმიანია, როდესაც საკუთარ თავში არის დაჯერებული. ეს სულაც არ მოითხოვს იმას, რომ იყოს ლამაზი. ზოგ ქალს სულაც არ აქვს ბერძნული სილამაზის სტანდარტები, მაგრამ იმდენად თავდაჯერებულია, რომ ეს თვისება მას აჩენს ლამაზად და შარმიანად.

რაც შეეხება ჩარევებს, მე მათ მივესალმები. რატომაც არა, თუ გვაქვს ამის საშუალება, რომ ცოტა გავლამაზდეთ.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here