ია ფარულავა: “კარგი, რა, ჯაჯანიძე, ვინ ჭამს ამ იაფფასიან ხრიკებს?“

0
52

ია ფარულავამ სტატიის დაპირებული მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომლითაც, მაია ასათიანის შემდეგ, გია ჯაჯანიძის გაკრიტიკების დრო დადგა. როგორც ფარულავამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე აღნიშნა, მას დაწერილი ჰქონდა სტატია, სადაც ტელეგადაცემებს განიხილავდა ადამიანთან ერთად, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს და წერილში ინკოგნიტოდ მოიხსენიებს. სტატია ჟურნალისთვის დაიწერა, მაგრამ არ გამოქვეყნდა და იამ გადაწყვიტა, ის თავისი ფეისბუქ-მეგობრებისთვის გაეცნო.

“ვაგრძელებ ჩემი ნიჭიერების დემონსტრირებას. კიდევ ერთი ამონარიდი სტატიიდან, მეგობრებო, გასართობად.

სიტყვამაც მოიტანა და აი, აქ უკვე უნდა მივდგეთ ჯაჯანიძეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ “ყურით“ იმართება გადაცემის მსველობისას, რადგან იქ, საეთეროში ზის ერთი მონსტრი პროდიუსერი, რომელიც უკვე აღიარეს სკანდალური თემების დედად და მამიდად, უძლეველი მაია სტეფნაძე (ადრე ნანუკას შოუს პროდიუსერი იყო და წამოვიდა, რადგან იქ მან ფრთები სათანადოდ ვერ გაშალა), სამაგიეროდ ჩაიგდო ხელში გია ჯაჯანიძე, კარგი მოსაზელი თიხის მასალა და მისგან რასაც უნდა, იმას ძერწავს და აი, აქ “ყური“ არის წამყვანი, უხილავი და ჯადოსნური კონტაქტი. აბა, ჯაჯანიძის “სხვა რაკურსზე“ რის თქმას აპირებთ, ბატონო ინკოგნიტო?

იხილეთ სრულად >>>