ია ფარულავა: “ეკა ხოფერიას შოუში სახე ჭოპორტის პომიდორს მიმიგავს…“

0
62

ია ფარულავა და სხვა ცნობილი ქალბატონები ეკა ხოფერიას თოქშოუს სტუმრობდნენ და საუბრობდნენ ქალურ თემებზე, მათ შორის დაბერებასა და მისადმი შიშზე. იამ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, თავადაც ეშინია დაბერების. თუმცა ცნობილია, რომ მსახიობი ძალიან კარგად უვლის თავს, მათ შორის სახის კანს, პირველ რიგში. მტკივნეულ პროცედურებს, რომლებიც ნემსით ტარდება, რა ხანია, თავი დაანება და სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე გადავიდა, ისეთზე, როგორ მისივე თქმით, “სახის დაუთოვებაა“ და იმავეს გაკეთება ეკა ხოფერიასაც ურჩია.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გადაცემას უყურა, ია უკმაყოფილო დარჩა იმით, როგორ გამოიყურებოდა ეკრანზე და სოციალურ ქსელში დაწერა:

“ლატო ვჩანვარ ასეთი პუტკუჩა ეკა ხოფერიას შოუში ნეტა???? ჭოპორტის პომიდორს მიმიგავს სახე. ოპერატორი, ვერ გევიგეეე…“

რასაკვირველია, ია მისმა მეგობრებმა დაამშვიდეს, რომ ჭოპორტის პომიდორთან მსგავსება გადამეტებულია და აღნიშნეს, რომ ის ძალიან ლამაზად გამოიყურება. ასევე ურჩიეს, შეეშვას თვითკრიტიკას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here