ია ფარულავა: „არავის ვურჩევ იმის ვიზუალიზაციას, რომ ვიღაც კაცი წამოვიდეს თავისი ცოლისგან და მასთან მივიდეს…“

0
1539

ია ფარულავა პირადი გამოცდილების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ წლებს არ აკვირდება – „ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო ესეც არის. ყურადღებას არ ვაქცევ, რომელი წელი გავიარე და უკან რამდენი წელი მოვიტოვე…“

მსახიობი ასევე გვიმხელს, როგორ უნდა ავისრულოთ ოცნებები:

„ოცნებების ასრულებას ყველაზე მაგრად ვიზუალიზაცია ახდენს. როცა რაღაც ძალიან გინდა და ეს რაღაც არის ნორმის ფარგლებში, აუცილებლად უნდა წარმოიდგინო და ამას მიაღწევ. არავის ვურჩევ იმის ვიზუალიზაციას, რომ ვიღაც კაცი წამოვიდეს თავისი ცოლისგან და მასთან მივიდეს. ასეთი სისულელეები არ წარმოიდგინოთ…

სასწაული სწორედ ვიზუალიზაციით მოვახდინე. 1976 წელს ჩვენს ოჯახში ყაჩაღები შემოვიდნენ. ეზოდან რომ ავედი სახლში, მთელი სახლი ყირაზე იდგა, დედა და ბებია ნიღბიანებს ჰყავდათ შეპყრობილი. მეც მათ ტყვეობაში მოვხვდი. ეს დღის 12 საათისთვის ხდებოდა, როდესაც მამა არასდროს იყო სახლში. წარმოვიდგინე, რომ მამა დაბრუნდა და მოხდა სასწაული – ამ დროს ცხოვრებაში პირველად მამა მართლაც შემოვიდა. მთელი ბრძოლები გაიმართა ჩვენს სახლში. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here