ია ფარულავა “არა გაზპრომის“ აქციაზე წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს?!

0
32

6 მარტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა აქცია სახელწოდებით “არა გაზპრომს“, ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეები ცნობილი ადამიანებიც გახლდნენ, მათ შორის მსახიობი და ტელესახე, ია ფარულავაც გახლდათ.

ფეისბუქ-გვერდმა “ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა“ გაავრცელა ფოტო, საიდანაც ჩანს, რომ ია ფარულავა, ამ თემაზე ინტერვიუს მიცემისას წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს, რომელიც “ტაბულას“ ჟურნალისტს უჭირავს.

გვერდი წერს: “ინტერვიუს ჩაწერამდე დირექტივებს იღებენ, რა უნდა თქვან. ია ფარულავა კითხულობს თავის ინტერვიუს ტექსტს, “არა გაზპრომის“ აქციაზე.“

ამ ფოტოს შემდეგი კომენტარები მოჰყვა – “აი ეს მაგრად ტეხავს, დაწერილ ტექსტებს რომ საუბრობენ. ისწავლე მაინც და ნუ აჩვენებ ხალხს, რომ ნაცების დაწერილ ტექსტებს კითხულობ…“, “ჯაჭვი კი არა, ძაფიც არ გამოვიდა“, “კაი საღადაო მისცეს ხალხს“, “რავა მთლად გაიფარჩაკეს თავი“, “ზომბები…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here