ჰოლი ბერისა და ოლივიე მარტინესს სასამართლოში უჩივიან

0
49

ოლივიე მარტინესისა და ჰოლი ბერისგან ლოს ანჯელესის აეროპორტის თანამშრომელი, რონალდო ოუენსი ფიზიკური და მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვს…

საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავური წყვილის ერთ-ერთი მგზავრობის დროს როგორც წესია წყვილს აურაცხელი რეპორტიორი და ფოტოგრაფი დაესია, მარტინესმა ცოლისა და ბავშვების დაცვა სცადა და უმცროსი ბიჭუნას მანქანის სავარძელი მოიქნია, რომელიც სწორედ რონალდოს მოხვდა.

აეროპორტის თანამშრომლის მტკიცებით, ოლივიე აგრესიულად სპეციალურად მოიქცა, მან სარჩელი ინციდენტიდან რამდენიმე დღეში შეიტანა, თუმცა, პროკურატურამ საქმის აღძვრაზე უარი უთხრა, ოუენსმა კი არ მოისვენა და ადვოკტთან ერთად კიდევ ერთი სარჩელი გაამზადა, რომელშიც მოითხოვს წყვილმა მორალური და ფიზიკური ზარალი აუნაზღაუროს – თანაც მთელი 5 მლიონი დოლარით.