HELLO!-ს ივნისის ნომრის ცხელ-ცხელი თემები

0
1981

HELLO!-ს ივნისი ნომერში ქართული თუ უცხოური შოუბიზნესის ვარსკვლავების ინტერვიუებს გთავაზობთ საინტერესო და ორიგინალური ფოტოსესიების თანხლებით. მაშ ასე, რისი წაკითხვა შეგიძლიათ ივნისი გამოცემაში.

  1. Prime Show.

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუს წამყვანები და გადაცემის შიდა სამზარეულო. HELLO! ივნისის ნომერში Prime Show-ს ფოტოსესიას წარმოგიდგენთ. გაიგებთ, თუ  როგორ მოირგეს ჟურნალისტების ამპლუა არაპროფესიონალმა წამყვანებმა და ვისთვის აღმოჩნდა გამოწვევა „ტელეიმედის“ ახალი გადაცემა?!

  1. გვანცა დარასელია გოგონას დედა გახდა.

გვანცა დარასელიას ოჯახის ახალი წევრი. ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. HELLO! ივნისის ნომერში, რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანის ოჯახს გაგაცნობთ. რა სიურპრიზი გაუკეთა ლილემ მამას და როგორ შეხვდა პატარა დაიკოს გვანცას უფროსი ვაჟი – ერეკლე?!

  1. პიპა მიდლტონის ქორწილი:

პიპა მიდლტონის მეფური ქორწილის ექსკლუზიური ფოტომასალა. HELLO! ქეით მიდლტონის უმცროსი დის ბედნიერ დღეზე გიამბობთ. ივნისის ნომერში GILES DEACON-ის კაბაში გამოწყობილი 33 წლის პატარძალი, 41 წლის სასიძო, სამეფო ოჯახი და სხვა ზღაპრული ღონისძიების სხვა დეტალები გელით.

  1. მოგზაურობა ისტორიულ შატოში:

Secret Garden – HELLO!-ს რედაქტორის პროექტია. ნინო იოსელიანი ისტორიულ შატოს ეწვია და ბაგრატიონთა დინასტიის მამული გლამურული ფოტოსესიის ლოკაციად აქცია. ივნისის ნომერში, „შატო მუხრანის“ ულამაზეს ხედებზე გადაღებულ ფოტო პროექტს იხილავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here