ჰეიდენ პანატიერს ვლადიმირ კლიჩკოს დაორსულება სურს

0
61

ვლადიმირ კლიჩკოს მეუღლე, მსახიობი ჰეიდენ პანატიერი დედა თითქმის ერთი წლის წინ გახდა - წყვილს პირველი ქალიშვილი, კაია ევდოკია 9 დეკემბერს შეეძინა. ცოლ-ქმარმა ცხოვრებაში მომხდარი ასეთი სასიხარულო ამბავი მაშინვე პრესას შეატყობინეს, მოკლედ, ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, თუმცა, ეტყობა, მედიას გამოეპარა, რომ მანამ სანამ ჰეიდენი ქალიშვილზე გაბრწყინებული თვალებით საუბრობდა, ჩუმად დეპრესიასაც ებრძოდა და ფსიქოთერაპევტებთანაც დადიოდა.

ქალმა მშობიარობის შემდეგომი დეპრესიის შესახებ ახლაღა გაამხილა და განაცხადა, რომ ამ მდგომარეობაში სასირცხვილო არაფერია - ამიტომ, ქალბატონებს, რომლებიც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მოუწოდებს სასწრაფოდ მიმარ თონ სპეციალურ დაწესებულებებს და თავსაც მიხედონ. როგორც ჰეიდენი ამბობს, ამ მდომარეობას უკვე დიდი ხანია უმკლავდება და პროფესიონალთა დახმარებითაც სარგებლობს. “ჩემი შვილის მიმართ აგრესია არასოდეს მქონია, არც იმის სურვილს შევუწუხებივარ, მისთვის ოდესმე რამე დამეშავებინა“ - ამბობს ჰეიდენი, მიუხედფავად იმისა, რომ მისმა დეპრესიამ თავი სწორედ მშობიარობის შემდეგ იჩინა.

პანატიერი და უკრაინელი სპორტსმენი, ვლადიმირ კლიჩკო ერთმანეთს 2009 წლიდან მოყოლებული ხვდებოდნენ, წყვილმა 2011 წელს ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა, ერთწლიანი პაუზის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ უერთმანეთოდ გაძლება არ შეეძლოთ და რომანიც ახალი ძალებით აღდგა. ისინი ოფიციალურ ქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა, ვლადიმირის სამშობლოში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ცერემონიალი გადაიდო. წყვილს პირველი ქალიშვილი 2014 წლის დეკემებრში შეეძინა. პანატიერი ძველ ინტერვიუებში გულწრფელად ამბობდა, რომ დიდი ოჯახისა და 4 შვილის ყოლას გეგმავდა, თუმცა, დეპრესიის გადამკიდე, მისი პრიორიტეტები ოდნავ შეიცვალა - “თუკი გამოიგონებენ რაიმე საშუალებას რომელიც ვლადიმირს დაეხმარება თავად დაორსულდეს და ბავშვიც თავად გააჩინოს, დიდი სიამოვნებით დავთანმხდები, წინააღმდეგ შემთხვევაში - ჯერჯერობით იგივესთვის მზად არ ვარ“ - ხუმრობს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.