ჰარი პოტერის ავტორმა, ჯოან როულინგმა ნინა სუბლატი ვამპირს შეადარა

0
43

2016 წლის ევროვიზიის ფინალის მსვლელობის დროს, როდესაც ნინა სუბლატმა მსოფლიოს ქართული ჟიურის ხმის მიცემის შედეგები ამცნო, მალევე, ინგლისელი მწერალი, “ჰარი პოტერის” ავტორი, ჯოან როულინგი გამოეხმაურა Twitter-ზე.

“ჰარი პოტერის” ავტორი აქტიურად გულშემატკივრობდა უკრაინის წარმომადგენელს, ჯამალს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბესტსელერის ავტორი საქართველოს მიერ 12 ქულის დაწერას გამოეხმაურა შემდეგი ტვიტით: “მომეწონა საქართველოს დამოკიდებულება. 12 ქულა უკრაინას, არც ერთი რუსეთს და თანაც, ამის გამოსაცხადებლად მათ ვამპირი გამოგზავნეს”.

მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის თავად ნინა სუბლატიც: “აბა ველოდები მოწვევებს ვამპირის როლზე! სტარტი კარგი მაქვს”.

jk rowling tweet

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here