ჯგუფი „Green Room“ 30 მარტს, 21:00 საათზე, Hard Rock კაფე თბილისში კონცერტს გამართავს. Hard Rock-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც გააჩნია მუსიკალური მემორაბილიების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია. ის ასევე ცნობილია მისი მოდასთან და მუსიკასთან დაკავშირებული საკოლექციო მერჩენდაიზით და Hard Rock-ის დაწესებულებებში ცოცხალი მუსიკითა და ჯილდოს მფლობელი ვებ-საიტით.
Hard Rock თბილისი პერიოდულად სხვადასხვა ტიპის კონცერტებს აწყობს, ამჯერად კი ის ჯგუფ „Green Room“-ს მასპინძლობს.
„Green Room“-ს დიდი ისტორია აქვს. ის 1999 წელს ორი ჯაზ აკადემიის სტუდენტის აჩიკო გულედანისა და ბექა ჯაფარიძის მიერ შეიქმნა. ჯგუფმა მალევე მოიპოვა პოპულარობა თავისი ჰიტებით: „ნაზი მისები“, „ჩემთან აღარ ხარ“ და სხვ. პირველი სტუდიური ალბომი „Green Room-მა“ 2001 წელს ჩაწერა და ის ამ წელს ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა. მას შემდეგ ისინი აქტიურად განაგრძობდნენ მონაწილეობას მუსიკალურ ინდუსტრიაში. 2002 წელს მონაწილეობა მიიღეს ჯაზ-ფესტივალზე ისეთი მუსიკოსების გვერდით, როგორებიც არიან ელ ჯერო, დენის როლინსი და სხვები.
დღეს ბენდის წევრები არიან აჩიკო გულედანი, ბექა ჯაფარიძე, დათო ლომიძე, სანდრო სულაქველიძე და მიხა პატარაია, რომლებიც ჰარდ როკ კაფეში მსმენელს ახალ პროექტს – „Green Room feat Dato Lomidze“-ეს შესთავაზებენ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ tkt.ge და ასევე ადგილზე კონცერტის დღეს.