32.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

გვენ სტეფანი და გევინ როსდეილი დაშორდნენ

კიდევ ერთი, ერთი შეხედვით მშვიდი და ბედნიერი ოჯახი წარსულს ჩაბარდა – გევინ როსდეილმა და გვენ სტეფანიმ განქორწინების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადეს, ახლა კი ირკვევა, რომ წყვილმა საბუთებს უკვე ხელიც მოაწერა და მშვიდობიანად დაშორებაც მოახერხა. მათ ადვოკატების დახმარებით შეთანხმებას მიაღწიეს – ისინი ბავშვებზე თანაბარ მეურვეობას ფლობენ, თუმცა, გვენ სტეფანის მუსიკალური კარიერიდან და მისი მიმდინარე ტურნედან გამომდინარე, მამიკოს სამ ვაჟთან ბევრად მეტი დროის გატარება მოუწევს, ვიდრე No Doubt-ის ყოფილ ვოკალისტს.

გარდა ამისა, წყვილმა ერთობლივი თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ქონებაც გადაინაწილა და როგორც ირკვევა, გევინს ბევრად ნაკლები თანხა და უძრავი ქონება ერგო ვიდრე გვენს – პრინციპში, ეს გასაკვირი სულაც არ გახლავთ – Bush-ის სოლისტმა ხომ სულ რაღაც 35 მილიონი გამოიმუშავა, გვენმა კი, მუსიკალური კარიერის და თეთრეულის ხაზის დახმარებით – მთელი 80 მილიონი დოლარი.

გვენ სტეფანიმ და გევინ როსდეილმა 2002 წელს იქორწინეს. პატარძალს ჯონ გალიანოს ულამაზესი კაბა ეცვა. 2004 წელს გიარკვა, რომ გევინს უფროსი ქალიშვილი ჰყავდა – დეიზი მაშინ 15 წლის იყო. ამ ფაქტის გარკვევის შემდეგ ოჯახში საკმაოდ დაძაბული პერიოდი დადგა – სტეფანი კარგა ხნის განმავლობაში მეუღლეზე ისეთი გაბრაზებლი იყო, რომ ამ სიტუაციას მოგვიანებით სიმღერაც კი მიუძღვნა, “Danger Zone”.

დეიზი ამჟამად 26 წლისაა, გევინმა საკუთარი ქალიშვილი თავად მონათლა, გოგონა ბრიტანეთში საკმაოდ წარმატებული მოდელია, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალი დედის პერლ ლოუს გზას დაადგა.

გევინსა და გვენს პირველი შვილი, 2005 წელს შეეძინათ – ბიჭუნას კინგსტონ ჯეიმს მაკგრეგორ როსდეილი უწოდეს, წყვილის მეორე ბიჭი, ზუმა ნესტა როქ როსდეილი 2008-ში გაჩნდა, უმცროსი, აპოლო ბოუი ფლინ როსდეილი კი ქვეყანას 2014 წელს მოევლინა. 2015 წლის სამ აგვისტოს მომღერალმა სასამართლოში განქორწინების შესახებ განაცხადი შეიტანა, საქმე ახალხან დაგვირგვინდა. ქალმა 13-წლიან ურთიერთობას ახლაღა დაუსვა წერტილი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ურთიერთობის განმავლობაში მასმედია გევინის არც თუ ერთგულ ხასიათაზე და მის არატრადიციულ ორიენტაციაზე დიდხანს საუბრობდა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები